მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქალაქ
მარნეულსა და სოფლებში
კომბინირებული სტადიონებისა და გარე სავარჯიშო სივრცეების
მოწყობის/რემონტისათვის 12 ტენდერი გამოაცხადა.
მარნეულის მერია სპორტული მოედნებისა და გარე სავარჯიშო სივრცეების
მოწყობის შესყიდვას ჯამში 1 814 870 ლარად გეგმავს.
გთავაზობთ პროექტებისა და მთში დასახარჯი თანხის ოდენობას:
ქალაქ მარნეულში, კიდევაც დაიზრდებიანის მიმდებარედ, კალათბურთის
მოედნის მოწყობა - 63 645 ლარი
სოფელ დამია
გეურახში არსებული კომბინირებული სპორტული მოედნის
რეაბილიტაციისათვის სამუშაოები - 94 446 ლარი
სოფელ თამარისში არსებული კომბინირებული სპორტული მოედნის
რეაბილიტაციისათვის სამუშაოები - 82 123 ლარი
სოფელ საიმერლოში არსებული კომბინირებული სპორტული მოედნის
რეაბილიტაციისათვის სამუშაოები - 108 445 ლარი
სოფელ წერეთელში არსებული კომბინირებული სპორტული მოედნის
რეაბილიტაციისათვის სამუშაოები - 87 956 ლარი
ქალაქ მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე ფიტნეს ტრენაჟორების მოწყობის
სამუშაოები - 56 958 ლარი
სოფელ დაშტაფაში კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები
- 188 606 ლარი
ქალაქ მარნეულში 20 იანვრის ქუჩაზე სპორტული მოედნის და ფიტნეს
ტრენაჟორების მშენებლობის სამუშაოები - 263 760 ლარი
სოფელ ყულარში კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები -
187 799 ლარი
ქალაქ მარნეულში იაღლუჯის ქუჩაზე ეკო ემიგრანტების დასახლებაში
სპორტული მოედნის და ტრენაჟორების მშენებლობის სამუშაოები - 247 321
ლარი
სოფელ წითელსოფელში კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობის
სამუშაოები - 188 450 ლარი
სოფელ მარადისში კომბინირებული სპორტული მოედნის და ეზოს
სავარჯიშოების მოწყობის სამუშაოები - 245 361 ლარი
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქალაქ
მარნეულსა და სოფლებში სტადიონებისა და გარე სავარჯიშო სივრცეების
მოწყობისათვის ტენდერები 17 ივნისს გამოაცხადა. თორმეტივე ტენდერში
წინადადებების მიღება 3 ივლისიდან 8 ივლისამდე პერიოდში
გაგრძელდება.
რადიო „მარნეული“