პარლამენტმა საზმაუს სამეურვეო საბჭოში 3 წევრი აირჩია
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში სამი წევრი აირჩია.

პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად აირჩიეს:

სახალხო დამცველის წარდგინებით იზაბელა ოსიპოვა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით სოსო სტურუა და საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებით გიორგი იაკობაშვილი. სამივე კანდიდატმა 80-80 ხმა მიიღო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები იყვნენ:
  1. მიხეილ ჩიკვილაძე
  2. დონარა (დოდო) შონავა
  3. გიორგი იაკობაშვილი
  4. იზაბელა ოსიპოვა
  5. სოსო სტურუა
  6. გიორგი ლაზრიშვილი
  7. მარინა გიორგაძე
  8. ემზარ დიასამიძე
  9. ფირუზ ბოლქვაძე
  10. პაატა სურგულაძე
  11. თამარ წილოსანი
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის შემადგენლობაში იყვნენ:
  1. დავით მაღლაფერიძე – რადიო „იმედის“ პროგრამების დირექტორი;
  2. მაკო ჯაოშვილი – მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი;
  3. გოდერძი შარაშია – ჟურნალისტი, ტელეწამყვანი;
  4. ნინო მეუნარგია – ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის „ჩვენ აქ ვართ“ წამყვანი და ავტორი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დამცველი;
  5. ოთარ ტატიშვილი – კინომსახიობი, რადიო და ტელეწამყვანი, ექიმი, პროფესორი;
  6. ნინო კაკულია – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალ „თბილისის“ რედაქტორი, ჟურნალისტი;
  7. გედევან ჯინჭარაძე – ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი, ფოლკლორისტი;
  8. ) მარიამ გვიდიანი – ა/ო „ქალების ხმა – დემოკრატია და უსაფრთხოება“ – აღმასრულებელი დირექტორი.
  9. გივი აბესაძე – ფოლკლორული ანსამბლის – „დიდგორის“ სოლისტი
წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები