გაფუჭებული შუქნიშნისთვის მერიამ აკუმლატორი და იუპიესი 3 265 ლარად იყდა
გაფუჭებული შუქნიშნისთვის მარნეულის მერიამ აკულმატორი და იუპიესი იყდა. შესაკეთებელი მასალა მუნიციპალიტეტმა გამარტივებული წესით, შპს „გზაკვარედინი“ - სგან 3 265 ლარად შეიძინა.

„როგორც მოგეხსენებათ 2024 წლის 21 ივნისის N 178 ხელშეკრულების საფუძველზე შ.პ.ს. ,,გზაჯვარედინ“-მა განახორციელა ქალაქ მარნეულში, რუსთაველისა და აღმაშენებლის ქუჩების გადაკვეთაზე არსებული შუქნიშნების დიაგნოსტიკა - შემოწმება, როგორც დიაგნოსტიკის შედეგად დადგინდა გამოსულია მწყობრიდან შუქნიშნების მართვის კარადაში არსებული 3 ერთეული
აკუმლატორი (ES 65-12) და ერთი ერთეული იუპიესი (UPS EP TOWER 1101 1KVA), რის გამოც ვერ ხორციელდება შუქნიშნების ფუნქციონირება. გამომდინარე აქედან ქალაქ მარნეულში, რუსთაველისა და აღმაშენებლის ქუჩების გადაკვეთაზე არსებული შუქნიშნების ფუნქციონირებისა და აღდგენის მიზნით გთხოვთ დაავალოთ საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურს უზრუნველყოს 3 ერთეული აკუმლატორის (ES 65-12) და ერთი ერთეული იუპიესის (UPS EP TOWER 1101 1KVA) შესყიდვა“
- წერია მოხსენებით ბარათში.

მარნეულის ერთადერთი შუქნიშანი ერთი კვირაზე მეტია გათიშულია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები