მარნეულის მერია ქალაქსა და სოფლებში სტადიონების და სავარჯიშოების მოწყობას 1 814 870 ლარად აპირებს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქალაქ მარნეულსა და სოფლებში კომბინირებული სტადიონებისა და გარე სავარჯიშო სივრცეების მოწყობის/რემონტისათვის 12 ტენდერი გამოაცხადა.

მარნეულის მერია სპორტული მოედნებისა და გარე სავარჯიშო სივრცეების მოწყობის შესყიდვას ჯამში 1 814 870 ლარად გეგმავს.

გთავაზობთ პროექტებისა და მთში დასახარჯი თანხის ოდენობას:
ქალაქ მარნეულში, კიდევაც დაიზრდებიანის მიმდებარედ, კალათბურთის მოედნის მოწყობა - 63 645 ლარი
სოფელ დამია
გეურახში არსებული კომბინირებული სპორტული მოედნის რეაბილიტაციისათვის სამუშაოები - 94 446 ლარი
სოფელ თამარისში არსებული კომბინირებული სპორტული მოედნის რეაბილიტაციისათვის სამუშაოები - 82 123 ლარი
სოფელ საიმერლოში არსებული კომბინირებული სპორტული მოედნის რეაბილიტაციისათვის სამუშაოები - 108 445 ლარი
სოფელ წერეთელში არსებული კომბინირებული სპორტული მოედნის რეაბილიტაციისათვის სამუშაოები - 87 956 ლარი
ქალაქ მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე ფიტნეს ტრენაჟორების მოწყობის სამუშაოები - 56 958 ლარი
სოფელ დაშტაფაში კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები - 188 606 ლარი
ქალაქ მარნეულში 20 იანვრის ქუჩაზე სპორტული მოედნის და ფიტნეს ტრენაჟორების მშენებლობის სამუშაოები - 263 760 ლარი
სოფელ ყულარში კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები - 187 799 ლარი
ქალაქ მარნეულში იაღლუჯის ქუჩაზე ეკო ემიგრანტების დასახლებაში სპორტული მოედნის და ტრენაჟორების მშენებლობის სამუშაოები - 247 321 ლარი
სოფელ წითელსოფელში კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები - 188 450 ლარი
სოფელ მარადისში კომბინირებული სპორტული მოედნის და ეზოს სავარჯიშოების მოწყობის სამუშაოები - 245 361 ლარი

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქალაქ მარნეულსა და სოფლებში სტადიონებისა და გარე სავარჯიშო სივრცეების მოწყობისათვის ტენდერები 17 ივნისს გამოაცხადა. თორმეტივე ტენდერში წინადადებების მიღება 3 ივლისიდან 8 ივლისამდე პერიოდში გაგრძელდება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები