საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა ოკუპირებულ
რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და
ფაქტი კანონდარღვევად მიიჩნია.
უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგში რუსეთის
თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი
საავადმყოფოებში გადაიყვანეს, - იტყობინება რეგიონის სამხედრო
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ლისაკი.
რუსეთში, კარელიის რესპუბლიკაში FSB-ის ოფიცრებმა ბელარუსის მოქალაქე
მოკლეს – მათი მტკიცებით, ის „ტერორისტულ აქტს” გეგმავდა, კერძოდ,
ქალაქ ოლონეცში ადმინისტრაციული შენობის აფეთქებას აპირებდა,
დაკავების დროს კი „წინააღმდეგობის გაწევის დროს” მოკლეს.
რუსეთის მოქალაქე ილკინ მელიკოვი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა
რუსეთში პოლიციელების მიერ ცემისა და მუქარების შემდეგ, თბილისიდან
2022 წელს გაიტაცეს და რუსეთში გაიყვანეს, იტყობინება რუსული
დამოუკიდებელი მედია „ინსაიდერი“.