4 და, რომელიც ოჯახში ძალადობის გამო რუსეთიდან გამორბოდა, საქართველოს საზღვარზე გადმოატარეს- SK SOS
4 ქალი, რომელიც ოჯახში ძალადობის გამო რუსეთიდან გამორბოდა, საქართველოს საზღვარზე გამოატარეს და ისინი ახლა უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანისუფლებადამცველი ორგანიზაციის SK SOS ავრცელებს.

სწორედ ეს ორგანიზაცია ეხმარებოდა ქალებს რუსეთის დატოვებაში. ისინი წარმოშობით დაღესტანიდან არიან.

„ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებმა უკვე დატოვეს საქართველოს გამშვები პუნქტი და იმყოფებიან უსაფრთხო ადგილას,“
– ნათქვამია SK SOS-ის განცხადებაში.

ტელეგრამ არხ
SOTA-თან საუბარში, SK SOS ამბობს, რომ ქალებს ჯერ კიდევ ემუქრებათ საფრთხე მათი ნათესავების სახით.

გუშინ გავრცელდა ცნობა, რომ ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რუსმა მესაზღვრეებმა ოთხი დაღესტნელი ქალი დააკავეს, რომელიც ოჯახში ძალადობას გამოექცნენ და საქართველოში ჩამოსვლას ცდილობდნენ.

ოთხივე და ნათესავებისგან რეგულარული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლები იყვნენ. აქტივისტების თქმით, დებმა გაქცევა საბოლოოდ მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მშობლებმა ერთ-ერთი მათგანის საკუთარ ბიძაშვილზე დაქორწინება გადაწყვიტეს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები