ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს მისალოც წერილს უგზავნის - დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის, რეგიონის უსაფრთხოებისთვის წარმატებით გავაგრძელებთ ერთობლივ ძალისხმევას
აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მისალოც წერილს უგზავნის.

„ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, მეგობარი საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან – დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თქვენ და მთელ თქვენს ხალხს გულწრფელ მილოცვას გადმოვცემ. აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება ჩვენი მეგობარი ხალხების ურყევ ნებასა და სულს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ მეგობრული კეთილმეზობლობისა და ურთიერთგაგების პირობებში.

სასიხარულოა, რომ ჩვენმა სახელმწიფოთაშორისმა
ურთიერთობებმა ახალი განზომილება მიიღო, რომ ურთიერთნდობასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული ჩვენი პარტნიორობა წარმატებულად ვითარდება და ახალი შინაარსით მდიდრდება.

სატრანსპორტო, ენერგეტიკული და სხვა სტრატეგიული დანიშნულების ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც ჩვენ ერთად ვახორციელებთ, ემსახურება ჩვენი ერების ინტერესებს, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უფრო ფართო რეგიონში – ევრაზიულ სივრცეში და ხსნიან ფასდაუდებელ შესაძლებლობებს.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის, ჩვენი რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის ჩვენ წარმატებულად გავაგრძელებთ ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას ყველა სფეროში, ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების გაფართოების, ჩვენი ერთობლივი ინიციატივების რეალიზების, ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მიმართულებით.

ამ დღესასწაულზე გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას საქმეში, მშვიდობას და კეთილდღეობას მეგობარ ქართველ ხალხს“,
– ნათქვამია ილჰამ ალიევის წერილში.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər