„ბევრად უკეთ გამოიყურება" - ომბუდსმენმა სააკაშვილი მოინახულა
საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

ვიზიტის შემდეგ მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სააკაშვილი ფიზიკურად ახლა ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე წინა ვიზიტის დროს.

„ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რა თქმა უნდა, მივიღე ინფორმაცია, თუმცა ამაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ. რაც შეეხება მის გადაყვანის საკითხს, ეს დღის წესრიგში საერთოდ არ დამდგარა.

თუ შევადარებთ წინა ვიზიტის დროს ფიზიკურად როგორიც
დამხვდა მიხეილ სააკაშვილი, იმასთან შედარებით, ბევრად უკეთ გამოიყურება”,
– განაცხადა იოსელიანმა.

ლევან იოსელიანი „ვივამედის“ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გარდა სხვა პატიმრებსაც შეხვდა. მისი ცნობით, ამ ეტაპზე „ვივამედში“ 10-მდე პატიმარი გადის მკურნალობას.
წყარო: პუბლიკა

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər