მარნეულში ელექტრო-ენერგია მოსახლეობას 12 საათზე მეტია არ მიეწოდება
მარნეულის მუნიციპალიტეტის ნაწილს ელექტრო-ენერგია პირველი მარტის საღამოდან არ მიეწოდება. ელექტრო-ენერგია გუშინ 23:30 საათზე გაითიშა.

ენერგო-პრო ჯორჯიას ცხელ ხაზზე რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში ავარიული გათიშვა ფიქსირდება.

ელექტრო-ენერგია არ მიეწოდება ქალაქ მარნეულში 26
მაისის ქუჩას, რუსთაველის ქუჩას, აღმაშენებლის ქუჩას. ელექტრო-ენერგია გათიშულია წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზეც.

ენერგო-პრო ჯორჯიას განცხადებით მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. ამ დროისათვის უცნობია თუ როდის აღდგება ელექტრო-ენერგიის მიწოდება მარნეულში.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები