მარნეულში მერვე კლასელის ნიშნობის ფაქტი გამოვლინდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვნის ნიშნობის ფაქტი გამოვლინდა. რადიო „მარნეულს“ მერვე კლასელი გოგოს ნიშნობის ფაქტი სკოლის დირექტორმა დაუდასტურა.

„ინფორმაცია გადაცემულია შესაბამის ორგანოებში და მშობელი გამოძახებულია სკოლაში. ბავშვი სკოლას არ აცდენდა და თავადაც თქვა რომ სკოლაში
სიარულს გააგრძელებს“
. - აცხადებს სკოლის დირექტორი

მარნეულის საგანმანათლებლო რესურს ცენტრი ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

რადიო „მარნეული“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახალხო დამცველის აპარატს. უწყებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთვებიან საქმის მსვლელობაში.

რადიო „მარენული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები