საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მარნეულშიც აღინიშნება
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მარნეულშიც აღინიშნება. მარნეულის მერიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება მარნეულში მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მარნეულში, „კიდევაც დაიზრდებიან“ მონუმენტთან მდებარე სკვერში, გაიმართება საზეიმო ღონისძიებები.
ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!“
- აღნიშნულია მარნეულის
მერიის განცხადებაიში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება მარნეულში 12:00 საათიდან დაიწყება.
გთავაზობთ ღონისძიების გეგმას:
12:00-18:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
12:00-18:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა;
12:00-18:00 საგამოფენო სივრცე - „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“;
12:00-18:00 საბავშვო სივრცე: ტკბილეულის კუთხე, სახის მოხატვა, ზღაპრის გმირები და თამაშები ანიმატორებთან ერთად, სპორტული შეჯიბრებები;
13:00-16:00 სახელოსნო: ორიგამის დამზადება და კალიგრაფიის შესწავლა;
13:00-16:00 საპნის ბუშტების შოუ;
13:30 მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა;
14:00-16:00 ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი;
16:00-16:30 საბავშვო თეატრალური წარმოდგენა;
16:40 მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა;
17:10 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!
ანსამბლი „ჰერიო“;
17:30-19:00 ბენდი „გუფი ლენდი“.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო აღლუმისათვის მზადება უკვე დაწყებულია მარნეულში, შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზაზე. ქალაქ მარნეულში თითქმის ყოველდღიურად ხორციელდება ფრენები აღლუმისათვის მოსამზადებლად.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 1918 წლის 26 მაისს საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა რუსეთის იმპერიისაგან და ეს დღე პირველი რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა.

რადიო "მარნეული" 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები