თბილისში ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში გაასაღა ჯამში 3 700 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები" - აცხადებს საგამოძიებო
სამსახური და აღნიშნავს, რომ სამართალდამცველებმა ყალბი კუპიურები სრულად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: ტაბულა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები