"კონტემ თქვა, რომ "ნაპოლიში" აუცილებლად დავრჩები? მის სიტყვებს პატივს ვცემ, მაგრამ..." - "კვარამ" საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და პორტუგალიის (2:0) შეხვედრის შემდეგ მატჩის საუკეთესო მოთამაშემ, ხვიჩა კვარაცხელიამ, RAI-სთან ინტერვიუში საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, გუშინ "ნაპოლის" ახალმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც დაადასტურა, რომ "კვარა" მის სამომავლო გეგმებში შედის და ქართველის გასხვისების წინააღმდეგია.

ხვიჩას თქმით, ის იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს აფასებს, თუმცა ჯერჯერობით საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია.

"ანტონიო კონტემ თქვა, რომ "ნაპოლიში" აუცილებლად დავრჩები? ჯერჯერობით არ ვიცი. მის სიტყვებს პატივს ვცემ, რადგან მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად დრო მჭირდება. "ნაპოლის" პატივს ვცემ და ეს კლუბი ძალიან მიყვარს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემს მომავალზე პასუხი არ მაქვს",
- განაცხადა კვარაცხელიამ.

წყარო: sportall.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები