მერია არ გვეუბნება რატომ და რამდენი ლარის პრემია გადასცეს საბავშვო ბაღებში დასქმებულებს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა არ ასაჯაროებს გადაუხადა თუ არა პრემია/დანამატი/ჯილდო/წახალისება მარნეულის ბაგა-ბაღებში დასაქმებულ პერსონალს. რადიო „მარნეულმა“ მერიას ოფიციალური ინფორმაციის მოთხოვნით 2024 წლის 20 მარტს მიმართა.

„გაიცა თუ არა პრემია/დანამატი/წახალისება/ჯილდო მარნეულის ბაგა-ბაღებში დასაქმებულ პერსონალზე 2023 წელს. არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მიუთითეთ თუ როდის და რატომ მიიღეს ბაგა-ბაღების პერსონალმა პრემია/დანამატი/წახალისება/ჯილდო. ასევე, მიუთითეთ, თუ რამდენი ლარის და რამდენმა პერსონალმა მიიღო პრემია/დანამატი/წახალისება/ჯილდო.
გთხოვთ, მოგვაწოდეთ ინფორმაცია 2024 წლის განმავლობაში ჩაერიცხათ თუ არა ბაგა-ბაღებში დასაქმებულ პერსონალს პრემია/დანამატი/წახალისება/ჯილდო - რა მიზნით, რამდენი ლარის ოდენობით და რამდენ თანამშრომელზე გაიცა აღნიშნული პრემია/დანამატი/წახალისება/ჯილდო“.
- ამ
ინფორმაციას ვითხოვდით მარნეულის მერიისაგან, რომლის პასუხადაც მუნიციპალიტეტმა მოგვწერა, რომ პრემიას/დანამატს/წახალისებას/ჯილდოს, მერია კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გასცემს.

მარნეულის მერიას დღეს, 24 მაისს, კიდევ ერთხელ გავუგზავნეთ წერილი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით.

მერიიდან მიღებულ საჯარო ინფორმაციას ხელს მარნეულის მერი კენან ომაროვი აწერს, რომელიც რუსულ კანონს „გამჭვირვალობის“ მიზნით უჭერს მხარს. „მეტი გამჭვირვალობაა ევროპული“ - წერს კენან ომაროვი, მაგრამ არ გასცემს საჯარო ინფორმაციას.

ამავე თემაზე: 
მარნეულის მერიას შიდა აუდიტის გასაჯაროება არ სურს - სასამართლო გადაწყვეტილება თვითმმართველობამ გაასაჩივრა
მარნეულის მერია რუსული კანონით მედიას და არასამთავრობოებს გამჭვირვალობას სთხოვს თავად კი ინფორმაციას არ გასცემს


რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები