მარნეულში მანდატურის 3 ვაკანსია გამოცხადდა
მარნეულში მანდატურის 3 ვაკანსია გამოცხადდა. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 1 მადატურს ეძებენ ქალაქ მარნეულში, ერთს სოფელ აზიზქენდში ხოლო ერთს, სოფელ შულავერში.

მანდატურად შეიძლება დაინიშნოს:

  • საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან;
  • ნასამართლობის არმქონე;
  • სრული ზოგადი განათლებით პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით;
  • სახელმწიფო ენის მცოდნე;
  • სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.

შრომის ანაზღაურება: 1125 ლარი (დარიცხული).

კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

ელექტრონულ ფოსტაზე ( This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ) გამოსაგზავნი დოკუმენტაცია:

  • სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი:
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სრული ზოგადი განათლების ატესტატი (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მხოლოდ საბაზო საფეხურის დასრულების შემთხვევაში, პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკემნეტის ნამდვილობის დადასტურება, რომელიც მოიცავს აღნიშნული დოკუმენტის გათანაბრებას სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან);
ვრცლად იხილეთ ბმულზე:

გარეკანის ფოტო: რადიო მარნეულის არქივი

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები