სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის სტატისტიკით, ამ დროისთვის
საქართველოს ეროვნული ნაკრები 161.05 მილიონი
ევროს ღირებულებით მსოფლიოს 247 ეროვნულ ნაკრებს შორის 38-ე ადგილზეა
და თურქეთის გარდა, ყველა მეზობელ ქვეყანასთან შედარებით წამყვან
პოზიციაზე იმყოფება.
მე-18 პოზიციაზეა თურქეთის ეროვნული ნაკრები და ის 324.10 მილიონი
ევრო ღირს. კიდევ ერთი მეზობელი ქვეყანა რუსეთი, 142 მილიონი ევრო
ღირს და ის 40-ე ადგილზეა. მსოფლიო ქვეყნების
ნაკრებებს შორის 71-ე
პოზიციაზეა სომხეთის ეროვნული გუნდი. ამ დროისთვის მისი საბაზრო
ღირებულება 36.05 მილიონ ევროს შეადგენს, რაც შეეხება აზერბაიჯანის
ეროვნულ ნაკრებს, ის 14.20 მილიონი ევროს ღირებულებით ჩამონათვალში
103-ე ადგილზეა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ყველაზე ძვირადღირებული ეროვნული
ნაკრებების ტოპ-10-ეულს:
- ინგლისი - 1.52 მლრდ ევრო
- ბრაზილია - 1.27 მლრდ ევრო
- საფრანგეთი - 1.23 მლრდ ევრო
- პორტუგალია - 1.05 მლრდ ევრო
- ესპანეთი - 965.50 მლნ ევრო
- გერმანია - 831 მლნ ევრო
- ნიდერლანდები - 815 მლნ ევრო
- არგენტინა - 805 მლნ ევრო
- იტალია - 705 მლნ ევრო
- ბელგია - 584 მლნ ევრო
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გუშინ, ჯგუფური ეტაპის მესამე
მატჩში საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ამ შედეგით
საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატზე
მერვედფინალში გავიდა.
მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა
კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში, გიორგი
მიქაუტაძემ.