აშშ-ში ექსპორტი გაორმაგდა. ოფიციალური სტატისტიკით, ამერიკის
შეერთებულ შტატებში 243.9 მლნ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, 102%-ით
მეტი 2021 წლის 9 თვესთან შედარებით.
მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი ზრდისა, საექსპორტო კალათა არ არის
დივერსიფიცირებული. ექსპორტის 91% ერთ სასაქონლო ჯგუფზე -
ფეროშენადნობებზე მოდის. წელს ოკეანეს გაღმა 221.8 მლნ დოლარის
ფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა. 2021 წლის 9 თვეში ამ
ქვეყანაში ექსპორტი 103.6 მლნ დოლარს
შეადგენდა.
საექსპორტო კალათაში მეორე ადგილზე გამოჩნდა ნახევარგამტარები,
გაიზარდა ღვინის ექსპორტიც.
ტოპ -10 სასაქონლო ჯგუფი ექსპორტში
1. ფეროშენადნობები - 221.8 მლნ დოლარი
2. ნახევარგამტარები - 4.8 მლნ დოლარი
3. ღვინო - 3.97 მლნ დოლარი
4. ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 1.87 მლნ დოლარი
5. საფრენი აპარატის ნაწილები - 1.36 მლნ დოლარი
6. მინერალური და მტკნარი წყლები - 1.09 მლნ დოლარი
7. უნაკერო მილები - 1.03 მლნ დოლარი
8. შესაფუთი მასალები - 0.94 მლნ დოლარი
9. გაზირებული, შაქრიანი წყლები - 0.82 მლნ დოლარი
10. ნაყოფი და კაკალი - 0.80 მლნ დოლარი
2022 წლის იანვარ-სექტემბერში აშშ, 895 მილიონიანი ბრუნვით, ათ
უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანათა ხუთეულშია.