პლასტმასის გადამუშავებით ნიდერლანდები ლიდერობს
ევროკავშირის ექვსი ქვეყანა გამოყენებული პლასტმასის შეფუთვების საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს გადაამუშავებს. ევროპის სტატისტიკის სააგენტოს, Eurostat-ის მონაცემებს „ევროპულსი“ ავრცელებს.

ყველაზე დიდი რაოდენობით პლასტმასის ბოთლების, კონტეინერებისა და პაკეტების მეორადი გამოყენებისთვის გადამუშავება ნიდერლანდებში ხდება. Eurostat-ის მონაცემებით, ქვეყანა გამოყენებული პლასტმასის სხვადასხვა შეფუთვის 57%-ს გადაამუშავებს.

პლასტმასის რეციკლირებული შეფუთვების წილით ნიდერლანდების შემდეგ, ლიეტუვა, სლოვაკეთი, ესპანეთი, ბულგარეთი და კვიპროსია, რომლებიც ნახევარზე მეტ მოცულობას გადაამუშავებენ.

საპირისპირო
რეიტინგში მალტა, საფრანგეთი, დანია, უნგრეთი, ირლანდია, რუმინეთი, პოლონეთი და ავსტრია აღმოჩნდნენ. ამ ქვეყნებში ასეთი ნარჩენების მესამედზე ნაკლები მოცულობა გადამუშავდება.

საშუალოდ, ევროკავშირში ახალ სიცოცხლეს პლასტმასის შეფუთვების 38% იძენს, რაც 10 წლის წინანდელ პერიოდზე 32%-ით მეტია. 2020 წელს Eurostat-მა პლასტმასის გადამუშავების მოცულობის გამოთვლის სისტემა შეცვალა და ქვეყნებიდან მხოლოდ მკაცრად დადასტურებულ ინფორმაციას ითვალისწინებს. პლასტმასის წინააღმდეგ ევროპული სტრატეგიის თანახმად, 2030 წლისთვის ევროკავშირში პლასტმასის ყველა შეფუთვა უნდა გადამუშავდეს ან ხელახლა იქნეს გამოყენებული.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
თეგები: ევროკავშირი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები