სავიზო შეზღუდვა საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის - აშშ-ის სანქციები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს სავიზო შეზღუდვების ახალ პოლიტიკას იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე.

ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ახალ განცხადებაშია საუბარია – ვის შეეხება კონკრეტულად შეზღუდვა, სია ცნობილი არ არის.

„ბოლო თვეების განმავლობაში მმართველმა ქართული ოცნების პარტიამ შეიმუშავა და მიიღო უცხოური გავლენის კანონი, რომელიც ჩაახშობს შეკრებისა და
გამოხატვის თავისუფლებას, სტიგმატიზებას მოახდენს ორგანიზაციების და შეაფერხებს დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების ფუნქციონირებას, რომლებიც მუშაობენ იმისთვის, რომ ქართველებს ხარისხიან ინფორმაციაზე ჰქონდეთ წვდომა. რაც საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს პროტესტი ამ კანონის წინააღმდეგ, ჩვენ ვნახეთ მკაფიო ნიშნები დაშინებისა და ძალის გამოყენების კამპანიისა განსხვავებული აზრის ჩასახშობად.

ამ ქმედებებზე საპასუხოდ სახელმწიფო დეპარტამენტი იღებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეობს საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო სექტორზე ზეწოლასა და მშვიდობიანი შეკრების აღკვეთაზე ძალადობისა და დაშინებების კამპანიის გზით.

აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ არის ხანგრძლივი და ფუნდამენტური ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობისთვის. ნებისმიერს, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში – მათ შორის 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ და მის დროს – ამ პოლიტიკის გზით, შესაძლოა, აღარ ჰქონდეს უფლება აშშ-ისა ვიზებსა და აშშ-ის გამგზავრებაზე. მსგავსი პირების ოჯახის წევრებზეც, შესაძლოა, გავრცელდეს ეს შეზღუდვები.

მე, ასევე, დღესვე ვიწყებ აშშ-ისა და საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ ამ კანონს და გადადგამენ ნაბიჯს მათი ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადახედვის პროცესში, გავითვალისწინებთ საქართველოს ქმედებებს ჩვენი გადაწყვეტილების მიღების დროს”,
– ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები