მარნეულის ბაღებში საზაფხულო არდადეგები 28 ივნისიდან დაიწყება
მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში არდადეგები 28 ივნისიდან დაიწყება. ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილემ, სოსო იმნაძემ დაუდასტურა და უთხრა, რომ საზაფხულო არდადეგები სკოლამდელი მზაობის ცენტრებისათვის განსხვავებულ თარიღში, 15 ივნისს დაიწყება. მაშინ, როდესაც სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდება. მარნეულის სკოლამდელი მზაობის ცენტრები საჯარო სკოლების ბაზაზეა განთავსებული.

იმნაძე ამბობს,
რომ ბაღებს ადმინისტრაცია, შედარებით გვიან დაისვენებს. მათთვის შვებულება 1 ივლისიდან დაიწყება.

რაც შეეხება სკოლებს. მარნეულის 84 საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ 20 მაისს დაირეკა. პირველკლასელები კი 27 მაისიდან დაისვენებენ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები