შარლ მიშელი: დავამატებ საქართველოს ევროპული საბჭოს მომდევნო დღის წესრიგს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირის გზას.
ამასთან, მიშელის განცხადებით, საქართველოს საკითხი ევროპული საბჭოს მომდევნო დღის წესრიგში დაემატება, რის მიზეზადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ქართველი ხალხის აშკარა ევროპული არჩევანის მხარდაჭერა დაასახელა.

„ევროპის საბჭომ დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო
გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს და აუცილებელ დემოკრატიულ რეფორმებს.
პარლამენტში გამჭვირვალობის კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირის გზას.
ქართველმა ხალხმა აშკარად აირჩია მომავალი ევროკავშირში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ მათ ამბიციებს.
ამ მიზეზით, მე დავამატებ საქართველოს ევროპული საბჭოს მომდევნო დღის წესრიგს“,
– წერს შარლ მიშელი თავის X-ზე.

წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები