“დასავლეთი არასამთავრობოების მეშვეობით ცდილობს არჩევნების ჩაშლას” – გაგლოევი
ადგილობრივი მედიის ცნობით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა რესპუბლიკის [დე ფაქტო] ყველა სამართალდამცავ უწყებას საპარლამენტო არჩევნების პერიოდში გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობა დაავალა.

“ჩვენ ვამჩნევთ, რომ ცალკეული პოლიტიკური ძალები სხვადასხვა სახის დეზინფორმაციას ავრცელებენ. კერძოდ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კენჭისყრის დღეს სახელმწიფო საზღვარი საქართველოსთან ღია იქნება. საგუშაგოები იმუშავებს რეგულარული განრიგის მიხედვით და გადაადგილება 20 ივნისამდე შეიზღუდება. სასაზღვრო სამსახურს
ვავალებ გადავიდეს საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერებულ დაცვაზე”
– თქვა გაგლოევმა.

გარდა ამისა, მისი მტკიცებით, “დასავლეთის ქვეყნების დაზვერვის სამსახურები დაჟინებით ცდილობენ არჩევნების ჩაშლას, სხვადასხვა შესაძლებლობების, მათ შორის ინფორმაციული საშუალებებითა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით”.

“ზოგიერთი მათგანი არჩევნების ჩაშლის მიზნით დემარშისკენ მოუწოდებს. სხვები კი მოუწოდებენ ყველას საწინააღმდეგოდ ხმის მიცემისკენ. თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ ვითარებაში, კანონის დაცვით. ყველა დარღვევა, არ აქვს მნიშვნელობა ვისგან მოდის, უნდა აღიკვეთოს”.

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები