ვალეში, ჭაში მუშაობის დროს მამაკაცი დაიღუპა
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში წყლის ჭაში მუშაობის დროს მამაკაცი დაიღუპა - ის საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელი იყო და ადგილზე წყლის ჩამკეტებს აკეთებდა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წყარო: ტაბულა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები