27 ივნისს სესიაზე საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება
ხუთშაბათს, 27 ივნისს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სესიაზე საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება.

საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებზე, ისევე როგორც მიმდინარე საკითხებზე გადაუდებელი დებატების გამართვას ეწინააღმდეგებოდა „ქართული ოცნების“ წევრი გივი მიქანაძე. მისი თქმით, ახლა დებატების გამართვა, შესაძლოა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევა იყოს, ვინაიდან არჩევნებამდე 4 თვეა დარჩენილი. ამიტომ მიქანაძემ დებატების გადადება მოითხოვა.

მიუხედავად მიქანაძის მოთხოვნისა, PACE-ში საქართველოს შესახებ დებატების
გამართვას 116 დეპუტატიდან მხარი 92-მა დაუჭირა. შესაბამისად, საქართველოზე დებატები 27 ივნისს დილით ჩაინიშნა.

„ჩვენი ევროპელი პარტნიორები დაინტერესებულნი არიან საქართველოში არსებული ვითარებით. მათთვის მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის პოზიცია საქართველოს ევროპულ მომავალთან, პერსპექტივასთან მიმართებაში და ამიტომ სრულ სოლიდარობას უცხადებენ.

ამიტომ არის განპირობებული ის, რომ დღეს ევროსაბჭომ ჩანიშნა საგანგებო დებატები საქართველოში დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ექნებათ საშუალება თავისი პოზიცია გამოხატონ იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რაც დღეს საქართველოშია – როდესაც ჩვენს ახალგაზრდებს, საზოგადოებას ქუჩაში ხვდებიან, ძალადობენ მათზე და არქმევენ ევროპულ მომავალს.

მიუხედავად ქართული ოცნების წარმომადგენლების პროტესტისა, რომ ეს დებატები არ გამართულიყო, ევროსაბჭოს შემადგენლობამ აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას და ხუთშაბათს, 27 ივნისს, გვექნება მთავარი ევროპის პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხი – დებატები საქართველოზე“
- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები