ჯაფარიძე: პარასკევს ორ სხვადასხვა მოსამართლესთან ერთდროულად მიბარებენ
„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ სასამართლოში ერთდროულად ორ პროცესზე იბარებენ.

საუბარია ანტიკორუფციული ბიუროს მიერ პარტიის წინააღმდეგ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სასამართლო განხილვებზე, რომლებიც ერთსა და იმავე დღეს, 13:00 საათზე, ორ სხვადასხვა მოსამართლესთან დაინიშნა.

პარტიაში აცხადებენ, რომ ანტიკორუფციული ბიურო მათ ედავება ბორის ყურუას საერთაშორისო კონფერენციაზე მივლინების ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაციის არმიწოდებას.

„კორუფციასთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ე.წ. ანტიკორუფციული
სააგენტო, რეალურად, ჩამოყალიბდა ოპოზიციური პარტიების სადამსჯელო ორგანოდ. მაშინ როდესაც დღემდე არავინ იძლევა პასუხს, საიდან აქვს ღარიბაშვილს ათობით ათასდოლარიანი საათები, საიდან ჩუქნიდა” მას მამამისი ასობით ათას ლარს ყოველ წელს, საიდან „უქირავა“ მამამ სამთავრობო თვითმფრინავი, საიდან იშოვეს მილიონები ფარცხალაძემ და ოცნების სხვა სახეებმა და ა.შ.

ეს ე.წ. ანტიკორუფციული სააგენტო დარბის ჩვენს „ფეისბუკ“ გვერდებზე და იქ დადებული ფოტოების საფუძველზე ითხოვს ფინანსურ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ ვინ რა ფულით წავიდა თელავში ან ვინ დააფინანსა რომელიმე საერთაშორისო სემინარში მონაწილეობა. ჩვენ ამ მარაზმში მათთან თანამშრომლობას არ ვაპირებთ“,
— ამბობს ზურა ჯაფარიძე.

„გირჩი მეტ თავისუფლებაში“ აღნიშნავენ, რომ ზურა ჯაფარიზე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, თავად უნდა დაესწროს ორივე პროცესს, რომლებიც პარალელურ რეჟიმში გაიმართება.

„ნეტგაზეთი“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით ანტიკორუფციულ ბიუროსაც დაუკავშირდა. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები