MEGOBARI აქტს 5 თანაინიციატორი კონგრესმენი შეემატა
„MEGOBARI აქტს” 5 თანაინიციატორი კონგრესმენი შეემატა: რესპუბლიკელები ოსტინ სკოტი, დონ ბეიკონი და მაიკ ლოულერი; დემოკრატები ჯერი კონოლი და ლოიდ დოჯეტი.

ახლა „MEGOBARI აქტს” ჯამში 9 ინიციატორი ყავს.

„ჰელსინკის კომისია” წერს, რომ „აშშ სერიოზულად უყურებს მეგობრობას საქართველოს ხალხთან და კოლგრესში კონგრესში MEGOBARI აქტის მომენტუმი/იმპულსი იზრდება”.

„MEGOBARI აქტის” ინიციატორი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრი – რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.

„MEGOBARI აქტის” თანახმად, ერთი მხრივ, პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, რომლებიც საქართველოში „რუსული სტილის უცხო ქვეყნის "აგენტების კანონი"ს მიღებაზე ან შესაძლო ამოქმედებაზე არიან პასუხისმგებელნი“.

მეორე მხრივ კი, ის „საქართველოს მიერ დემოკრატიული, დასავლური კურსის გამყარების შემთხვევაში“ ქვეყანას გაძლიერებულ მხარდაჭერას – გაზრდილ ფინანსურ დახმარებს და სავიზო რეჟიმის შერილებას ჰპირდება.

აშშ-ის კონგრესში, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში მოსმენა 5 ივნისს გაიმართა.

მოსმენაში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში უილიამ კორტნიმ, საქართველოს ყოფილმა ელჩმა ევროკავშირში ნატალია საბანაძემ და „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ.

სხვა ტიპის განხილვა კონგრესში ჯერ არ ჩატარებულა.
წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები