"დავხვდეთ კობახიძეს" – 8 ივნისს, 9:00 საათზე თსუ-ს II კორპუსთან აქცია გაიმართება
ხვალ, 8 ივნისს, 9:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსის წინ აქცია გაიმართება სახელწოდებით "დავხვდეთ კობახიძეს".

"შაბათს, დილის 9 საათიდან ვიკრიბებით თსუ-ის II კორპუსის წინ, სადაც მოსვლას აპირებს პრემიერად წოდებული მხდალი კაცი.

"ლექტორი", რომლის ლექციებსაც ფაქტობრივად მხოლოდ მის მიერ მიყვანილი პარტიის ახალგაზრდული ესწრება და "კაცი", რომელიც უნივერსიტეტში მუდმივად ზონდერებით დადის, მათი მეშვეობით ორგანიზებულ ჯგუფურ თავდასხმებს
აწყობს აკადემიურ სივრცეში კრიტიკულად განწყობილი სტუდენტების მიმართ. "პრემიერი", რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი საქართველოს რუსეთიზაციისა და დეევროპიზაციის პოლიტიკის, სასტიკი დარბევების, ტერორის და რეპრესიების.

მოგიწოდებთ, შევიკრიბოთ ყველა - არ აქვს მნიშვნელობა, ხართ თუ არა სტუდენტი. ეს პროტესტი ყველა თაობისაა. მიუხედავად ადრიანი დილისა, ეს მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს, პროტესტი გამოხატო ამ სუბიექტის პირისპირ, რადგან უნივერსიტეტში შესვლა შენობის წინა, ჭავჭავაძის ქუჩის მხრიდან უწევს.

გელოდებით ყველას შესაბამისი სააქციო ატრიბუტიკით.

წინა შემთხვევები, როცა ტიტუშკების საშუალებით შეძლო გასწორებოდა ჩვენს თანამებრძოლებს, აჩვენებს ჩვენი სიმრავლის მნიშვნელობას! ამიტომ გელოდებით ყველას!"
- ნათვამია აქციის აღწერაში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსთან ირაკლი კობახიძეს სტუდენტები საპროტესტო აქციით 25 მაისსაც დახვდნენ, აქციის მონაწილეების თქმით, როცა პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე თსუ-ის სივრცეს ტოვებდა, პარალელურად ქართული ოცნების ახალგაზრდული მოძრაობის წევრები დემონსტრანტებს ორგანიზებულად და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
წყარო: ტაბულა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები