„აზიმუტი“ მოსკოვიდან ქუთაისშიც იფრენს
მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ შეასრულებს.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სახელისუფლებო მედია ავრცელებს.

როგორც TACC წერს, „აზიმუტი“ ზაფხულის პერიოდში ფრენებს მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებით ივლისში დაიწყებს. კერძოდ, საუბარია 2 ივლისიდან 25 ოქტომბრამდე პერიოდში. ფრენები კვირაში ორჯერ — სამშაბათსა და პარასკევს — შესრულდება.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ პირველი ფრენა ვნუკოვის აეროპორტიდან 07:10 საათზეა დაგეგმილი, ქუთაისში კი საქართველოს დროით 11:45 საათზე ჩაფრინდება. რაც შეეხება ქუთაისიდან მოსკოვამდე გამგზავრებას, ფრენა 12:45 საათზეა დაგეგმილი და მოსკოვში 15:25 საათზე დაჯდება.

ავიაკომპანია „აზიმუტი“ საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ფრენებს ამ დროისთვის ორი ქალაქიდან, თბილისიდან და ბათუმიდან ახორციელებს.

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და
საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები