მასწავლებელთა ხელფასი ივლისიდან საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება - სამინისტრო
განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, 1-ლი ივლისიდან მასწავლებლების შრომის ანაზღაურება ახალ სახელფასო სისტემაზე გადადის.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სრულ განაკვეთზე დასაქმებულ მასწავლებელთა 70%-ის ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება.

„ახალი სახელფასო სისტემით ყველა მასწავლებელს ანაზღაურება გაეზრდება, ბუნებრივია მაღალი საათობრივი დატვირთვის შემთხვევაში, ზრდა უფრო დიდი იქნება და სრულ განაკვეთზე მყოფ მასწავლებლების 70%-ს ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით
გაეზრდება.

ახალ სახელფასო სისტემაზე, რომლის მთავარი პრინციპი ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად სამართლიანი, გამჭვირვალე ანაზღაურების სისტემის შექმნაა.

ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიზნით, ბუნებრივია სისტემა შეიმუშავებს მხარდამჭერ მექანიზმებს, რათა მასწავლებლებმა შეძლონ პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა“,
- აღნიშნულია მინისტრის ანგარიშში.

წყარო: BPN

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები