საქართველოში დსთ-ს ქვეყნებიდან 31.284 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა
საქსტატის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 15.5 პროცენტი(31.284 მილიონი დოლარი) დსთ-ის ქვეყნებისგან იქნა მიღებული. 2023 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, ინვესტიციების მოცულობა 37.8 პროცენტით არის შემცირებული.

შარშან აღნიშნული ინვესტიციის სიდიდემ 50.305 მილიონი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, დსთ-ს ქვეყნების ხუთეული ინვესტირებული ოდენობის მიხედვით შემდეგი სახისაა:
  • აზერბაიჯანი - 12,653 მლნ;
  • სომხეთი - 6,604.3 მლნ;
  • რუსეთი - 6,380.6 მლნ;
  • ყაზახეთი - 4,593 მლნ;
  • ყირგიზეთი -
    953.5 მლნ.
ცნობისთვის, დსთ-ს ქვეყნებს შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა აზერბაიჯანის შემთხვევაში დაფიქსირდა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 20 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.

წყარო: BPN

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები