სანქცირებული მოსკოვის ბირჟა დოლარით და ევროთი ვეღარ ივაჭრებს
მოსკოვის ბირჟა იძულებულია დღეიდან, 13 ივნისიდან, შეწყვიტოს ვაჭრობა ამერიკული დოლარით და ევროთი. მიზეზი ბირჟის სანქცირებაა. 12 ივნისს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები და ჩამონათვალს დაამატა მოსკოვის ბირჟაც(MOEX).

მოსკოვის ბირჟის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ცნობით, 13 ივნისიდან „სავალუტო ბაზარზე და ძვირფასი მეტალების ბაზარზე ვაჭრობა განხორციელდება ყველა ინსტრუმენტით, გარდა აშშ დოლარის და ევროსი“. რუსეთის
ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ბირჟის მიღმა დოლარით და ევროთი ვაჭრობა გაგრძელდება.

მოსკოვის ბირჟის გარდა, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ნაციონალურ კლირინგულ ცენტრს და ნაციონალურ დეპოზიტარს, რომლებიც რუსეთის სავალუტო ბაზარზე დოლარით ვაჭრობისას შუამავლები იყვნენ.

მოსკოვის ბირჟა რუსეთის ფინანსური სტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, სადაც ბანკები, ბიზნესი და ინვესტორები ვალუტას ყიდულობენ და ყიდიან. რუსეთის ცენტრალური ბანკი სწორედ ამ ვაჭრობის შედეგების მიხედვით ადგენდა ეროვნული ვალუტის, რუბლის კურსს. სანქციებმა ეს სისტემა ფაქტობრივად გატეხა.

ამიერიდან რუსეთის ცენტრალური ბანკი რუბლის კურსს დაადგენს ბანკების ანგარიშგების და ბირჟის მიღმა ვაჭრობის მონაცემების მიხედვით. ანალიტიკოსების განმარტებით, კურსის განსაზღვრა გაუმჭვირვალე გახდება.

წყარო: radiotavisupleba.ge

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები