აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის აზერბაიჯანის ტერიტორიიდან გაყვანის პროცესი დასრულდა
44-დღიანი ომის შემდეგ დროებით განთავსებული რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის აზერბაიჯანის ტერიტორიიდან გაყვანის პროცესი დასრულდა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, სამშვიდობო კონტინგენტის პერსონალმა, შეიარაღებამ და აღჭურვილობამ მთლიანად დატოვა ყარაბაღის ტერიტორია.

აპრილში რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა ყარაბაღიდან რუსული სამშვიდობო კონტინგენტის გაყვანის გადაწყვეტილება.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის პირობების თანახმად,
რეგიონში 1960 რუსი ჯარისკაცი, ასევე ასობით ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი და სხვა სამხედრო ტექნიკა იყო განლაგებული. სამშვიდობო მანდატი, სულ მცირე, 2025 წლის ბოლომდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა რუსეთმა რეგიონიდან ჯარების ვადაზე ადრე გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.



„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები