ამილახვარი: 1-2 თვეში შევძლებთ ვთქვათ, რომელ სკოლასა და რეგიონში დავიწყებთ სასკოლო კვების პროგრამას
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, სამინისტრომ თითოეული სკოლა შეისწავლა და სასკოლო კვებასთან დაკავშირებით კონკრეტული მოდელები დაგეგმა.

ამილახვრის თქმით, უახლოეს პერიოდში, „1-2 თვის ფარგლებში”, სამინისტრო საზოგადოებას კონკრეტულ ვადებსა და მოდელებს გააცნობს, რომელიც სამინისტრომ სასკოლო კვებასთან დაკავშირებით დაგეგმა.

„პირველი, ყველა არსებულ ბუფეტში, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში, განვსაზღვრეთ ის მინიმალური სტანდარტები ჰიგიენის, სურსათის უვნებლობის პროდუქტთა ჩამონათვალი, რომლებიც დასაშვებია ან არ არის დასაშვები, იყოს სასკოლო სივრცეში. რა თქმა უნდა, ყველა შესაბამის უწყებასთან კონსულტაციაა გავლილი და ამან მეტ-ნაკლებად დაარეგულირა ის გამოწვევები,
რომლებიც არსებობდა.

მეორე, სწორი ანალიზისთვის თითოეული სკოლა დეტალურად შევისწავლეთ, რომ კონკრეტულ მოდელებზე გადაწყვეტილება მიგვეღო. ამ მიზნით სამინისტროში დამტკიცდა სასკოლო კვების პროგრამა, სადაც ჩვენმა ექსპერტებმა თითოეული სკოლა აღწერეს, რომ კონკრეტული ეტაპები დაგვენერგა.

მინდა, საზოგადოებას დავპირდე, 1-2 თვის ფარგლებში, ჩვენ უკვე შევძლებთ კონკრეტული მოდელებით და კონკრეტული ვადებით, რომელ სკოლაში და რომელ რეგიონში დავიწყებთ ამ პროგრამას.

არის ასეთი საერთაშორისო ორგანიზაცია – „კვება, ჯანმრთელობა და განათლება ყველა ბავშვისთვის”- ამის წევრი გახდა ჩვენი სამინისტრო, სადაც ეროვნული ვალდებულებები განვსაზღვრეთ და გავიზიარებთ წარმატებული ქვეყნების მაგალითსა და გამოცდილებას”,
– განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

როგორც ამილახვარმა აღნიშნა, „ვინ-ვინ და ჩვენ მოვკიდეთ ხელი ამ რეფორმას და ვეჭიდებით. რეალურ ნაბიჯებს ვდგამთ, რომ დავიწყოთ ამ პროცესის განხორციელება”.

გიორგი ამილახვარმა 2023 წლის 19 მაისს განაცხადა, რომ სამინისტრო „ინტენსიურად“ მუშაობს და არსებობს „პოლიტიკური ნებაც“, რომ დაინერგოს სკოლებში უფასო სასკოლო კვება, მაგრამ, მისივე თქმით, პროგრამის დანერგვას ინფრასტრუქტურის, სურსათის უვნებლობის საკითხისა და ბიზნესოპერატორების ქსელის განვითარების გარეშე ვერ დაიწყებენ.

მოძრაობა „ხმა“ ორ წელზე მეტია, უფასო სასკოლო კვების პროგრამის დანერგვას მოითხოვს, თუმცა სამინისტროს ამ არგუმენტის საპასუხოდ ამბობენ, რომ მთავრობა ისევ სხვადასხვა საბაბს იმიზეზებს, რომ საყოველთაო უფასო კვების დაწყება გადადოს, ამ მიზეზებს შორისაა სკოლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა.

მოძრაობის თქმით, მოსაზრება, რომ უფასო სასკოლო კვება ინფრასტრუქტურის განახლებამდე არ უნდა დაიწყოს, სასკოლო კვების არდაწყების საბაბია. მათი თქმით, შესაძლებელია საქართველოს სხვადასხვა სკოლაში სხვადასხვა მოდელით დაიწყოს მოსწავლეების გამოკვება.
  • სკოლებში, სადაც არსებობს ფუნქციური ბუფეტი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საკვები უნდა დამზადდეს ადგილზე;
  • სკოლებში, სადაც არ არის ფუნქციური ბუფეტი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, უნდა მივიდეს გამზადებული საკვები ე.წ. სადილის ყუთის სახით.
როგორ არის შესაძლებელი უფასო სასკოლო კვების 2024 წელს დაწყება, ვის უნდა შეეხოს და როგორ უნდა იქნას გამოყენებული უფასო სასკოლო კვება არა მხოლოდ მოსწავლეების შიმშილისგან დასაცავად, არამედ ადგილობრივი ეკონომიკის განსავითარებლად – ამ საკითხებთან დაკავშირებით მოძრაობა „ხმამ“ წარმოადგინა ხედვა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები