ბაქოში დამნაშავის დაკავებისას 4 ადამიანი დაიღუპა
აზერბაიჯანის დედაქალაქში მრავალჯერ ნასამართლები როვშან ალაჰვერდიევის დაკავებისას 4 ადამიანი დაიღუპა.

დაკავების მცდელობისას ალაჰვერდიევმა სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად 3 პოლიციელი და 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

"არაერთხელ ნასამართლებმა და ძებნაში მყოფმა როვშან ალაჰვერდიევმა პოლიციის თანამშრომლებს
დაკავებისას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. მან საპასუხო ცეცხლისგან თავის არიდების მიზნით, ცოცხალ ფარად საკუთარი ოჯახის წევრი გამოიყენა".
– წერია აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

წყარო: ტაბულა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები