საქართველოდან რეექსპორტზე 739 მლნ დოლარის მანქანა გავიდა - TOP 10 ქვეყანა
მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 7%-ით შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით, გასული წლის საანგარიშო პერიოდში მანქანების რეექსპორტმა 795 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მიმდინარე წელს კი რეექსპორტზე გავიდა 739.7 მლნ დოლარის ავტომობილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით მანქანების რეექსპორტი ყირგიზეთში განხორციელდა და 330.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მეორე ადგილზეა ყაზახეთი, სადაც
რეექსპორტზე 237.2 მლნ დოლარის მანქანა გავიდა.

იმ ქვეყნების ათეულში, სადაც მანქანების რეექსპორტი ყველაზე დიდი რაოდენობით განხორციელდა, დარჩენილ 8 ადგილს შემდეგი ქვეყნები ინაწილებენ:
  • აზერბაიჯანი - 94.7 მლნ დოლარი;
  • სომხეთი - 42.3 მლნ დოლარი;
  • ტაჯიკეთი - 8.49 მლნ დოლარი;
  • ბელგია - 5.5 მლნ დოლარი;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 5.38 მლნ დოლარი;
  • უკრაინა - 3.91 მლნ დოლარი;
  • თურქეთი - 3.28 მლნ დოლარი;
  • უზბეკეთი - 2.28 მლნ დოლარი.
წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები