რუსთავის საქალაქო სასამართლომ, პროკურატურის შუამდგომლობის
საფუძველზე, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა "სტამბოლის ბაზარში"
მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ორველაშვილს და მის ძმას გოგიტა
ორველაშვილს, რომელსაც გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად
შენახვაში ედავება.