ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე,
უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმარი დამნაშავედ ცნო და 10-წლიანი
პატიმრობა მიუსაჯა.
ვარშავაში პარლამენტის წინ პროტესტში მონაწილე ფერმერები პოლიციას
დაუპირისპირდნენ. პოლიციამ აქციაზე წიწაკის სპრეი გამოიყენა, რადგან
მათი მტკიცებით, ზოგიერთი აქტივისტი პოლონეთის უსაფრთხოების ძალების
მიმართ ძალადობრივი ქმედებებით გამოირჩეოდნენ.