მერიამ მარნეულის მოსართავად 199 900 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტი 2023 წლის შემობრძანებისთვის ემზადება. ქალაქ მარნეულში ქუჩების მორთვის / საახალწლო მორთულობების-ილუმინაციების შეძენა - მოწყობის / არსებულის აღდგენის სამუშაოები (მონტაჟი-დემონტაჟი) თანმდევი დიზაინერის მომსახურებით შესყიდვისათვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 199 900 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

“ ქალაქ მარნეულის ქუჩებში ყოველ წელს მონტაჟდება საახალწლო ილუმინაციები. ახალი 2023 წლის დადგომასთან დაკავშირებით საახალწლო განათებები კვლავ დამონტაჟდება ქვემორე მოცემულ სხვადასხვა ლოკაციებზე და აინთება ცენტრალური ნაძვის ხე, მათ შორის -საჭიროებისამებრ დამატებით ლოკაციებზეც შემსყიდველთან შეთანხმებით, რისთვისა აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოხდება ნაწილობრივ წინა წლებში შეძენილი განათებების აღდგენა-დამონტაჟება და ნაწილობრივ ახლის შესყიდვა-დამონტაჟება, რაზეც საახალწლოდ ქალაქგანათების მოსაწყობად საჭიროება მოითხოვს შესყიდული იქნას - ქალაქ მარნეულში ქუჩების მორთვის / საახალწლო მორთულობების-ილუმინაციების შეძენა - მოწყობის / არსებულის აღდგენის სამუშაოები (მონტაჟი-დემონტაჟი) თანმდევი დიზაინერის (დიზაინერის მომსახურების ფასი არ უნდა აღემატებოდეს საერთო სახარჯთაღრიცხვო / სახელშეკრულებო ღირებულების 5%-ს) მომსახურებით (შემსყიდველთან შეთანხმებით)” - წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

გთავაზობთ ადგილებს, სადაც საახალწლო განათებები დამონტაჟდება:
  • 26 მაისის ქუჩა - სკვერი „კიდევაც დაიზრდებიან“
  • 26 მაისის ქუჩის განათება დაიწყოს შემოსასველელიდან, მოეწყოს თაღი
  • 26 მაისის ქუჩა მოედნამდე განათდეს, ბოძები დაიტვირთოს ილუმინაციებით
  • 26 მაისის ქუჩის მოედანი-შადრევანი განათდეს ილუმინაციებით
  • 26 მაისის ქუჩა მოედნის შემდეგ განათდეს ყიზილაჯლოს ხიდამდე
  • სამედ ვურღუნის ქუჩა სრულად, მოედანი წერეთელის გადასახვევთან
  • მერიის შენობა, კულტურის სახლი
  • რუსთაველის ხიდამდე
  • ხიდიდან ბაზრამდე
  • ბაზრიდან არხამდე
  • არხიდან ათაჰოლდინგამდე
  • ათაჰოლდინგიდან ნარიმანოვის წრემდე
  • ნარიმანოვის ქუჩა
  • საჭიროებისამებრ დამატებით 3 (სამი) ლოკაცია შემსყიდველთან შეთანხმებით.

აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 2-5 დეკემბრის პერიოდში შეეძლებათ.

აღანიშნავია, რომ გასულ წელს, მარნეულის მოსართავად 195 000 ლარი გამოიყო.

ამავე თემაზე: მარნეულის მერია 65 600 ლარიანი საახალწლო ნაძვის ხის შეძენას გეგმავს

Print E-mail
FaceBook Twitter Google