თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივ წვრთნებს ატარებენ. ამის
შესახებ თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ზექი
აკთურქმა ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა.
თურქეთის თავდაცვის უწყების
წარმომადგენლის თქმით, სამხედრო წვრთნებში
თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სამძებრო-სამაშველო
ქვედანაყოფები მონაწილეობენ.
აკთურქის განცხადებით, სწავლების მიზანი ქვედანაყოფების მეგობრობის,
თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების გაძლიერებაა.