2024 წლის 2 მაისიდან თბილისის აეროპორტში AUSTRIAN AIRLINES იწყებს
ოპერირებას.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანია
ვენა-თბილისი-ვენის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს კვირაში
3 სიხშირით განახორციელებს.
„უკვე ვხედავთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის პირველ
შედეგებს, რამაც ხელი შეუწყო მთელი წლის განმავლობაში ავსტრიის
ავიახაზებთან მოლაპარაკების საბოლოო ეტაპის წარმატებით
დასრულებას“, — განაცხადა საქართველოს აეროპორტების
გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.
ავიაბილეთები ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.austrian.com
დღეიდან ხელმისაწვდომია.
1957 წელს დაფუძნებული AUSTRIAN AIRLINES-ი ავსტრიის ოფიციალური
გადამყვანია და Lufthansa Group-ის შვილობილი კომპანიაა. Star
Alliance-ის წევრი ავიაკომპანია ფრენებს 55 ქვეყნის 120 მიმართულებით
ასრულებს. მის შემადგენლობაში 65 საჰაერო ხომალდია, საიდანაც
უმეტესობა Airbus A320 ტიპის ხომალდებს წარმოადგენს.