1 წელიწადში იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ხელფასს იღებს, 4%-ით გაიზარდა - pmcg
2023 წლის ნოემბერში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.9%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.4%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული.

„2023 წლის ნოემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 17.7%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.3 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2023 წლის ნოემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარს, ან მეტ თვიურ ხელფასს, 23.2%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.9 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2023 წლის ნოემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია,“ -
აღნიშნულია კვლევაში.
წყარო: BPN

Print E-mail
FaceBook Twitter Google