გორში პოლიციამ 8 პირი დააკავა, 6 – ხე-ტყის უკანონო ჭრისთვის – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გორში, სოფელ ატენში პოლიციამ 8 პირი დააკავა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, მათგან 6-ს ბრალი სსკ-ის 303-ე მუხლის 1 ნაწილით წარედგინა, რაც ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვას გულისხმობს.

2 პირი პოლიციამ სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავა.
წყარო: ტაბულა

Print E-mail
FaceBook Twitter Google