,,აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ - მარნეულელმა შშმ პირებმა კონკურსში ოქროს მედლები მოიპოვეს
მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა შშმ პირებმა, ,,ახალგაზრდული მედიაკავშირის" მიერ განხორციელებულ პროექტში, ,,აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" მიიღეს მონაწილეობა და ოქროს მედლები მოიპოვეს. ერთ- ერთი გამარჯვებული, შორენა კრაველიძე, რადიო ,,მარნეულთან" ყვება, რომ აღნიშნული ბორჯომში გაიმართა.

,,მარნეულიდან მონაწილეობას, ძირითადად  შშმ პირები ვიღებდით. იყო შეთავაზება ომის ვეტერანებთან და სამშვიდობო მისიებში დაჭრილ პირებთან, მაგრამ არ ჩაერთნენ პროექტში. ძალიან საინტერესო და კარგი იყო. მშვილდოსნობაში მე და კიდევ ერთმა შშმ პირმა მიიღო მონაწილეობა. ორ ეტაპად ვიყავით წასულები, პირველ ეტაპზე ექვსი ადამიანი და მეორე ეტაპზეც ექვსი. გუნდურ შეჯიბრში, ზიპლაინში და მშვილდოსნობაში ავიღეთ პირველი ადგილები".
- ამბობს კრაველიძე

საყოველთაო პროექტი ,,აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიას", ფარგლებში ჩემპიონატები ჯომარდობაში, პეინტბოლში, მშვილდოსნობასა და ზიპლაინში წლებია იმართება. მასში ყოველწლიურად ასობით შშმ პირი და ცნობილი სახეა ჩართული.

,,ახალგაზრდული მედიაკავშირის" მიერ განხორციელებულ პროექტში ,,აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა", მარნეულელმა შშმ პირებმა მონაწილეობა ექვს და 13 ივნისს მიიღეს.


Print E-mail
FaceBook Twitter Google