მარნეულის შიდა სარწყავი არხების გასაწმენდად მერიამ 81 273 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით სარწყავი არხების გაწმენდის/რეაბილიტაციის სამუშაოების შესყოდვისათვის ტენდერი გამოაცხადა.

მარნეულის მერია გეგმავს 2022 წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტის სარწყავი არხები გაწმინდოს. ამისათვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 81 273 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

მარნეულის ტერიტორიაზე შიდა სარწყავი არხების გაწმენდის/რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვისათვის ტენდერი მერიამ 12 ოქტომბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 29 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე პერიოდში შეეძლებათ.

Print E-mail
FaceBook Twitter Google