ლიეტუვის ქალაქ ვილკავიშკის მერი მარნეულში ვიზიტით იმყოფება
დღეს, 17 ოქტომბერს, მარნეულში ვიზიტით ლიეტუვას ვილკავიშკის მუნიციპალიტეტის მერი და საქართველოში ლიეტუვის ელჩის მოადგილე იმყოფებიან. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა განაცხადა, რომ ვილკავიშკის მერი მარნეულში მისი მოწვევით ჩამოვიდა.

„ოფიციალური ვიზიტით არიან ჩამოსული ჩვენი სტუმრები. ოფიციალურ შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენ მუნიციპალიტეტებს შორის დამეგობრების საკითხებზე და სამომავლო ურთიერთობების საკითხებზეც“. - განაცხადა კენან ომაროვმა

მარნეულის მერის განმარტებით, მარეულისა და ვილკავიშკის მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებებით შეიძლება განვითარდეს, რასთან დაკავშირებითაც სამუშაო შეხვედრები მომავალშიც განხორციელდება.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ვილკავიშკის მუნიციპალიტეტის მერმა ალგირდას ნეიბერკამ განაცხადა, რომ ვილკავიშკისა და მარნეულის მუნიციპალიტეტები ერთმანეთს ძალიან გავნან რაც სამომავლო თანამშრომლობას გააადვილებს.

„ვილკავიშკის მუნიციპალიტეტში 10 000 ადამიანი ცხოვრობს, მარნეულშ კი 20 000. ჩვენი ორივე მუნიციპალიტეტი სოფლის მეურნეობითაც გამოირჩევა და მოსახლეობა ფერმერობითაა დაკავებული. ისევე როგორც მარნეულს, ვილკავიშკიც ორ ქვეყანას ესაზღვრება. მარნეულის მეზობლები სომხეთი და აზერბაიჯანია, ხოლო ვილკავიშკის მუნიციპალიტეტის მეზობლები რუსეთი და პოლონეთია. თქვენი რაიონიც პერიფერიაა და ჩვენი რაიონიც პერიფერიაა და ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს“. - განაცხადა ალგირდას ნეიბერკა

ვილკავიშკის მერის განმარტებით, დღეს გამართულ შეხვედრაზე მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და განიხილეს სპორტული და კულტურული მიმართულებით თანამშორმლობის გაგრძელების გზები.

მარნეულის და ვილკავიშკის ადგილობრივ თვითმმართველობების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დღეს, 17 ოქტომბერს, პირველად გაიმართა. მარნეულის მერის განმარტებით ორი ქვეყნის მუინიციპალიტეტს შორის თანამშორმლობა სამომავლოდ გაგრძელდება და სხვადასხვა პროექტები განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ რადიო „მარნეულისათვის“ ლიეტუვის ქალაქ ვილკავიშკის მერის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ქალაქში გამოფენილი ლიეტუვის დროშების მეშვეობით გახდა ცნობილი.

რადიო „მარნეული“

Print E-mail
FaceBook Twitter Google