ახკერპის ამბულატორიაში ერთ ოთახს გაარემონტებენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ ახკერპის ამბულატორიის შერნობის ერთი ოთახის გარემონტებას გეგმავს.

მარნეულის მერიამ ახკერპის ამბულატორიის შენობის ერთი ოთახის სარემონტო სამუშაოებისათვის 9 485 ლარის ღირებულების ტენდერი 18 ოქტომბერს გამოაცხადა. სატენდერო წინადადების მიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარულ დღის განმავლობაში უნდა განახორციელოს.

აღსანიშნავია, რომ სოფელ ახკერპის ამბულატორიის შენობის უმეტეს ნაწილს ამ ეტაპზე სკოლა იკავებს. ახკერპის საჯარო სკოლამ 2022-23 სასწავლო წელი სწორედ ამბულატორიის შენობაში დაიწყო, რადგან სკოლის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს. ამ ეტაპისათვის ახკერპის ამბულატორია მხოლოდ ერთ ოთახს იყენებს, სწორედ ამ ოთახის სარემონტო სამუშაოებისათვის გამოაცხადა ტენდერი მარნეულის მერიამ.

რადიო „მარნეული“

Print E-mail
FaceBook Twitter Google