"სოფელი მზადაა რომ ბოლომდე იბრძოლოს თავისი უფლებების დასაცავად" - მუშევანში RMG-ს მუშაობას აპროტესტებენ
დღეს, 11 ნოემბერს, ბოპნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანის მოსახლეობამ კომპანია "RMG"-სათვის წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვების ლიცენზიის მიცემა გააპროტესტა.

სოფლის ცენტრში შეკრებილი მუშევანელების მთავარი მოთხოვნა კომპანიისათვის ლიცენზიის შეჩერებაა. რადიო "მარნეულთან" საუბრისას ადგილობრივები აცხადებენ, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა მოსახლეობის ხელმოწერები მოტყუებით შეაგროვეს, რეალურად კი ადგილობრივებს არ სურთ სოფლის მთების დანგრევა.
"აქ რომ შევიკრიბეთ მიზეზი აი ესაა. ვიცავთ ჩვენს სოფელს, ბუნებას. ხალხის , ჩვენი შვილების მომავალს ვიცავთ. მიზანი მხოლოდ ეს გვაქვს. ორჯერ შევაგროვეთ ხელმოწერები, პირველ კამპანიაში 217, მეორეში კი 385 ხმა. ეს ყველაფერი ოფოცოალურად წარვუდგინეთ შესაბამის ორგანოებს. ამ თვის 1 რიცხვში გამოვიდა განკარგულება, რომ ამხელა საქმის, ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად კომპანიას შეუძლია მუშაობა. ჩვენ მხოლოდ ამას ვაპროტესდებთ.

"სოფელი დელერის (მუშევანის) მაცხოვრებლებს ერთადერთი თხოვნა აქვს - ქვეყნის ბუნების, ბუნებრივი რესურსების, მისი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა. ამას ჩვენი სოფლის მკვიდრების გარდა გარშემო სოფლების მაცხოვრებლების ასე თვლიან რომ მთები, მიწები, ბუნება უნდა იყოს როგორც არის. რომელიმე კომპანიამ თავისი მოგებისთვის არ უნდა წაგვართვას ჩვენი მთები. თუ აქედან აღებული ოქრო საქართველოს მოხმარდება, ჩვენ თანახმა ვართ. ბუნებრივი რესურსები დაგვემატება, თვითონ გამოვიყენებთ ამ რესურსს. მაგრამ მტერი რუსეთი ვერ გამოიყენებს ამ რესურსს. მტერი ქვეყნის წარმომადგენლები ამ კომპანიასთან ერთად მუშაობენ, ამ კომპანიამ მუშაობა უნდა შეაჩეროს. თან მთებს აფეთქებენ და ამ კომპანიას აფეთქების გარდა საქმე არ აქვს".

"არ გვინდა ჩვენი სამშობლო დაინგრას. მოხუცი, ახალგაზრდა, მკვდარი, ცოცხლაი ყველა აქ ვართ და არსად წასვლას არ ვაპირებთ. გთხოვთ გამყიდველები სოფლიდან გაიყვანეთ. წავიდნენ არ გვინდა მათი აქ ყოფნა".

"აფეთქება არ გვინდა. არც ვიცოდით რა ხდებოდა. გვითხრეს სოფელში გაზი გაყავთ და პასოპრტი მოგვიტანეთო. ჩვენც მოვიტანეთ და ხელი მოვაწერეთ. 3 თვის მერე გავიგეთ რომ ამ აფეთქების თანხმობაზე გვაწერინებდნენ ხელს. არ ვიცოდით, რომ გცოდნოდა არ მოვაწერდით ხელს არაფერზე. ესენი ვინ არიან რომ გაზი გაყავთ აქ, გაზის სამსახური სადაა თუ საჭიროა გაიყვანონ. გთხოვთ ეს კომპანია აქედან მოაშორეთ".
- აცხადებენ მუშევანის მაცხოვრებლები მუშევანის მკვიდრი

საქართველოს მთავრობამ "RMG"-ს წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვების ლიცენზია პირველ ნოემბერს მისცა. რადიო "მარნეულთან" საუბრისას პლატფორმა "სალამის" წარმომადგენელმა რაბილ ისმაილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება მეტყველებს, რომ პროცესი დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების დარღვევით გაიმართა.

"მოსახლეობა დღეს კიდევ ერთხელ გამოვიდა, რათა გააპროტესტოს ეს ყველაფერი და თავიანთი ხმა მიაწოდონ ხელისუფლებას, სახელმწიფოს და მთლიან საქართველოს. მოსახლეობამ 4 თვის განმავლობაში არაერთხელ, სამართლებრივად, განცხადების მეშვეობით, მიმართა როგორც სააგენტოს, ისე საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტს, პრემიერ-მინისტრს და ითხოვდა უფლებების დაცვას. დღემდე ვერ მივიღეთ მათგან ნორმალური პასუხი და ვერ მივიღეთ მხარდაჭერა, მაგრამ სოფელი მზადაა რომ ბოლომდე იბრძოლოს თავისი უფლებების დასაცავად". - აცხადებს რაბილ ისმაილი

საპროტესტო აქციაზე მოსახლეობამ ის გზებიც განიხილა, თუ რას გააკეთებენ სახელმწიფოსაგან უატის მიღების შემთხვებაში. აცხადებენ, რომ არ სურთ კონფლიქტური სიტუაციის შექმნა, მაგრამ კომპანიის წარმომადგენლებს არ მიცემენ სოფელში შესვლისა და ბუნების განადგურების უფლებას.

„RMG GOLD“-ის პროექტის მიხედვით, წლის განმავლობაში, დაგეგმილი აფეთქებების რაოდენობა დაახლოებით 55 იქნება. (კვირაში ორჯერ). ხოლო საბურღი დანადგარები წლის განმავლობაში იმუშავებს 200 საათის განმავლობაში.
Print E-mail
FaceBook Twitter Google