"სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ" ფიროსმანის 160 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება მეექვსე სკოლაში
11 ნოემბერს მარნეულის მეექვსე საჯარო სკოლაში ნიკო ფიროსმანის 160 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
აქტივობა საგანმანათლებლო დაწესებულების კარიდან, კოსტუმირებული წარმოდგენებით დაიწყო. სტუმრად მისულებს, შიდა სივრცეში შესასვლელად მოსწავლეები მიგვაცილებდნენ და გზად ნიკო ფიროსმანის შესახებ გვიამბობდნენ. 

ფოიედან იწყებოდა გამოფენები, სადაც მოსწავლეებისა და პედაგოგების მიერ შექმნილი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. მოეწყო თეატრალური წარმოდგენა ნიკო ფიროსმანის შემოქმედებაზე.

"სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ" ასე ჰქვია მეექვსე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ნანა ჩუბინიძის მიერ მომზადებულ პროექტს, რომლის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულების სააქტო დარბაზმა ათობით სტუმარს უმასპინძლა.


პედაგოგის თქმით, დევანდელი ღონისძიების მთავარი გმირები მოსწავლეები არიან. ადამიანები, რომლებზეც საქართველოს მომავალი დგას.

"ჩვენი სკოლა ჩართულია ახალი სკოლის მოდელში და გადავწყვიტეთ განგვეხორციელებინა პროექტი, რომელის ფარგლებშიც ბევრი რამ მოვაწყვეთ. იყო გამოფენები, "ნიკალას" (ნიკო ფიროსმანაშვილი) ხეც დავრგეთ ეზოში, გვქონდა სხვადასხვა აქტივობა. დასკვნით ღონისძიებაზე თქვენ ნახეთ მორთული და მოკაზმული, ამ ბავშვების ხელნაკეთი ნამუშევრები. სკოლა და ზოგადად სკოლის კოლექტივი, აქტიურად ვახორციელებთ მესამე თაობის სასწავლო გეგმას სკოლაში. მინდა გითხრათ, რომ, რომ არა ჩვენი მოსწავლეები, ჩვენს პროფესიას ფასი არ ექნებოდა. ჩვენ ვმუშაობთ მათთვის, რადგან ვიცოდეთ ვის ვუტოვებთ ხვალინდელ საქართველოს. თქვენ ეს ნახეთ, ჩვენი ბავშვები ჩვენი ხვალინდელი საქართველოა. ამიტომ მეექვსე სკოლის დირექცია ძალღონეს არ ვიშურებთ აღვზარდოთ ღირსეული თაობა" - თქვა ნანა ჩუბინიძემ

ღონისძიებაზე მოსულმა სტუმრემბა საკუთარი ემოციები გაგვიზიარეს.

"მინდა მადლობა გადავუხადო სკოლის დირექციას, განსაკუთრებით კი მოსწავლეებს. ძალიან საინტერესო და სასიამოვნო ღონისძიებისათვის- ალი გახრამანოვი

"აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი წარმოდგენით. მადლობას ვუხდი სკოლას და ამ ღონისძიებაში მონაწილე თითოეულ ადამიანს" - ამბობს მამუკა შუბითიძე

მოსწავლეების თქმით, აქტივობაში მონაწილეობის მიღება მათთვის განვითარების და სტიმულის მიმცემია.

"პროექტი, რომელიც ჩვენ განვახორცილეთ, გავეცანით უამრავ ინფორმაციას ნიკო ფიროსმანის შესახებ. ძალიან საინტერესო ღონისძიება ჩატარდა ნანა ჩუბინიძის ხელმძღვანელობით, სადაც ჩვენ აქტიურად მოგვეცა ჩართვის შესაძლებლობა" - თქვა სემა ისმაილოვამ

"მეტისმეტად მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო, რომელსაც დაახლოებით ხუთი დღის განმავლობაში ვდგამდით. ეს იყო მნიშვნელოვანი იმით, რომ ძალიან ბევრი შრომა ჩავდეთ. მინდა მადლობა გადავუხადო მასწავლებლებს, დირექციას და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ყველაფერში" - ამბობს მარიამ სუხიშვილი


დღევანდელ ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, საჯარო სკოლების ხელმძღვანელობა და სხვა მოწვეული სტურები ესწრებოდნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter Google