როდის აღდგება სოფელ საიმერლოში წყლის და ელექტროენერგიის მიწოდება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს დღეს დილიდან არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალმომარაგება. რადიო „მარნეულმა“ მიმწოდებელ კომპანიებს ჰკითხა, როდის იგეგმება სოფელში წყლის და დენის მიწოდება. როგორც ჩვენ „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ცხელ ხაზზე განგვიცხადეს, ელექტროენერგიის მიწოდება სოფელში 20:00 საათზე იგეგმება. მიზეზად მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებენ.

„მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს ამ მიმართულებაზე, 20:00 საათამდე არ იქნება ელექტროენერგია. რეაბილიტაციაა, გამთიშველების მონტაჟი მიმდინარეობს“ - გვითხრეს კომპანიაში.

რაც შეეხება წყლის მიწოდებას, როგორც "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების" კომპანიის ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის უფროსი, ნიკოლოზ ვასაძე რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, სოფელ საიმერლოში სასმელი წყლის შეწყვეტა ტუმბო აგრეგატის დაზიანებამ გამოიწვია. გამნარტავს, რომ სასმელი წყალი სოფელს 18:00 - 19:00 საათის პერიოდში მიეწოდება.

Print E-mail
FaceBook Twitter Google