თუ თქვენს ქუჩაზე სანაგვე ურნების დადგმის საჭიროებაა „სუფთა მარნეულს“ უნდა მიმართოთ
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შეძენილი 829 ურნიდან 66 უკვე დაიდგა სოფელ წერეთელში, საიმერლოსა და ნორგიულში. დარჩენილი ურნები ქალაქ მარნეულსა და სხვადასხვა სოფლებში უნდა გადანაწილდეს.

რადიო „მარნეულის“ მიერ გუშინ, 12 იანვარს, გამოქვეყნებული სტატისს შემდგომ რედაქციას რადმენიმე ადგილობრივი დაუკავშირდა კითხვით, როიგორაა შესაძლებელი მათ ქუჩაზე ახალი სანაგვე ურნის განთავსება. დღეს, 13 იანვარს, რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „სუფთა მარნეულის“ ხელმძღვანელმა ლერი მუმლაძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეებს სანაგვე ურნების განთავსება გარკვეულ ტერიტორიაზე სურთ, მათ შეუძლიათ მიმართონ მარნეულის მერიის ბალანსზ არსებულ შპს „სუფთა მარნეულს“.

„მოქალაქეებს შეუძლიათ მოგვმართონ ჩვენ. მომართვის შემდეგ გავარიკვევთ რამდენად საჭიროა ამ ტერიტორიაზე ახალი სანაგვე ურნის განთავსება და ამის შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას. სოფელ საიმერლოში, წერეთელსა და ნორგიულში, ახლა სადაც დავდგით ურნები, გავაყოლე საკრებულოს სპეციალისტი ადმინისტრაციულ ერთეულში და თვითონ დადგეს ურნები სადაც უნდოდათ. ამ სოფლებში დავდიოდით ზარზე და ამიტომ ჩავდგით ეს ურნები, ახალი მანქანა თუ არ იქნება ურნებს ვერ დავუმატებთ რადგან ფიზიკურად ვერ მოვახერხებთ, ახლა ველოდებით უკვე ახალ ნაგავშემკრებ მანქანას. ქალაქ მარნეულში ყველა ძველი ურნა უნდა შევცვალოთ, შემდეგ ამ ურნებს შევაკეთებთ და სოფლებში გადავანაწილებთ. ზოგადად, ქალაქში ურნები სტანდარტის მიხედვით ყველგან დგას, მაგრამ თუ ვინმეს სურს საკუთარ უბანზე ურნის დამატება, მათ შეუძლიათ მოგვმართონ ჩვენ და საჭიროების გამოკვლევის შემდეგ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“. - აცხადებს ლერი მუმლაძე

შპს „სუფთა მარნეული“ მუნიციპალიტეტის 55%-ს ემსახურება.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ 829 ურნის შესაძენად ტენდერი ხუთი თვის წინ გამოაცხადა. 1100 ლიტრიანი პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერის შესყიდვისათვის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი გამოიყო.

ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო. გამარჯვებული შპს „ორიენტირი“ გახდა, რომელმაც მუნიციპალიტეტს ნაგვის ურნების ყიდვა 493 255 ლარად შესთავაზა.

Print E-mail
FaceBook Twitter Google